გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი „ ოპიზარი“-ს დირექტორმა ქალბატონმა ბელა ავალიშვილმა. გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ექსპოზიციაში დამთვალიერებელი ნახავს ქართული ქანდაკების სკოლის ფუძემდებლების, მოქმედი პროფესიონალი ხელოვანებისა და ახალგაზრდა შემოქმედთა სკულპტურულ ქმნილებებს. წარმოდგენილია ასევე კოლეჯი „ოპიზარი“-ს პედაგოგის გიორგი კოსტანიშვილის ნამუშევარი.

პროექტი „ქართული ქანდაკება: ხედვა წარსულსა და მომავალზე“ ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

გამოფენა 27 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.