კოლეჯის სტუდენტის კიდევ ერთი წარმატება

,,ენერგო-პრო ჯორჯიის“  მიერ, გამართულ ღია საგრანტო კონკურსში სსიპ კოლეჯი ,, ოპიზარის“ ელექტროობის სპეციალობის სტუდენტმა  გიორგი ბუცხრიკიძემ მოიპოვა ყოველთვიური სტიპენდია სწავლის მთლიანი პერიოდის განმავლობაში.    სწავლის პერიოდის დასრულების შემდეგ,  გიორგი გაივლის პრაქტიკას „ენერგო-პრო ჯორჯიას” სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრში, სტაჟირების დასრულების შემდგომ კი მიეცემა […]

საკონსულტაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 27 თებერვალს კოლეჯის ადმინისტრაციასთან გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის ”სამკურნალო მცენარეების დამზადება ” განხორციელების მოპოვების უფლებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა პროფესიული უნარების განვითარების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 31 იანვარს კოლეჯში გაიმართა შეხვედრა პროფესიული უნარების განვითარების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებსა და პროგრამის ფარგლებში კოლეჯის პარტნოირ სკოლების წარმომადგელებთან.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან

კოლეჯს სტუმრობდა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს გჯუფებთან შეხვედრა დუალურ სწავლებაში პროფესიული პროგრამების “მეფუტკრეობა” და “ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება” სტუდენტებთან, კოლეჯის პედაგოგებთან და ინსტრუქტორებთან, საწარმოს ხელმძღვანელებთან და კოლეჯის ადმინისტრაციასთან.

დაიწყო სასწავლო პროცესი საშემოდგომომ მიღების სტუდენტებისათვის

კოლეჯში საზეიმო განწყობა დახვდათ საშემოდგომო მიღების სტუდენტებს, მათ განსაკუთრებული მოლოდინით შეხვდნენ კოლეჯის ადმინისტრაცია და პედაგოგები. სტუდენტები გაეცვნენ სასწავლო გარემოს, დაათვალიერეს სახელოსნოები, კლას-ლაბორატორიები და დიდი მონდომებით ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში.

შეხვედრა კოლეჯის თანამშრომლებთან

დღეს კოლეჯში შედგა შეხვედრა კოლეჯის თანამშრომლებსა და მასწავლებლებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს საშემოდგომო მიღების ჯგუფებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სასწავლო გარემოს უსაფრთხობის ზომებთან დაკავშირებულ სიახლეებს. ასევე განხილული იყო მიმდინარე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების გზები და ახალი ინიციატივები.

სამუშაო შეხვედრა

კოლეჯში შედგა სამუშაო შეხვედრა USAID-ის “ზრდა” პროექტი საქართველოში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ირინა ხანთაძის, კურსისი ტრენებრების და სსიპ კოლეჯის “ოპიზარი” დირექტორის ქალბატონ ბელა ავალიშვილის მონაწილეობით. სასერტიფიკაციო პროგრამა რეგიონული ტურისტული გიდის მომზადება – გადამზადების კურსის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა […]

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

21 სექტემბერს ქალაქ ახალქალაქში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.ევროპის დღე საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივთა და ახალქალაქის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. ახალქალაქში ევროპის დღეებს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც დაესწრო.ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სსიპ კოლეჯმა “ოპიზარი”.ღონისძიების ფარგლებსი გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილმა კოლეჯის სტუდენტების […]

სასწავლო ექსკურსია

2019 წლის 5 ივნისს მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული) პროგრამის ჯგუფის სტუდენტები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში სასწავლო ექსკურსია „გარდენია“ – ში.სტუდენტებმა დაათვალიერეს ბაღი და სათბური, სადაც ხდება მცენარეთა გამოყვანა და შემდეგ გადარგვა.დეკორატიულ მცენარეებთან ერთად აქ გამოყავთ ბევრი სამკურნალო მცენარე. მათ აგრეთვე ნახეს […]