პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლეჯმა „ოპიზარმა“ 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ავტორიზაცია 6 წლის ვადით მოიპოვა.

6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს:

  • მოდის ტექნოლოგია და დიზაინი (IV დონე);
  • ვეტერინარია (V დონე);
  • ელექტროობა (III დონე);
  • ხის მხატვრული დამუშავება (IV დონე);
  • ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა (III დონე);
  • საფინანსო სერვისები (IV დონე);
  • მსუბუქი ავტომობილის შიგაწვის ძრავას შეკეთება (III დონე).

აღნიშნული გადაწყვეტილება კოლეჯისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და გუნდის ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენს.

კოლეჯი „ოპიზარი“ აგრძელებს განვითარებას და ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.