საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.
სხდომას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორი, ქალბატონი მერი სახამბერიძე დაესწრო.
მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და კოლეჯებში, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.
სხდომაზე საუბარი შეეხო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ
გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საკითხებს.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით რეგულარულად იმართება. საბჭოს ფორმატი პროფესიული განათლების სისტემაში არსებული საკითხების განხილვას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას ემსახურება.


