2026 წლის 15 აპრილს კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაციას მიეძღვნა.
შეხვედრას უძღვებოდა გარემოსდაცვითი საფუძვლების მასწავლებელი ნათია დარბაიძე. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების მნიშვნელობის, ამ სფეროებში არსებული შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ღონისძიების მიზანი იყო აღნიშნული მიმართულებების მნიშვნელობის წარმოჩენა, გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების დაინტერესება პერსპექტიული პროფესიებით.



