2026 წლის 17 ივნისს, კოლეჯ „ოპიზარს“ ფრანგ ფერმერთა ასოციაცია FERT-ის წარმომადგენელი, ქალბატონი ამანდინ შლური ეწვია.
ვიზიტის ძირითად მიზანს საერთაშორისო პარტნიორობის პერსპექტივების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სტუმარმა კოლეჯის დირექტორთან, ქალბატონ მერი სახამბერიძესთან ერთად, წინა წლების განმავლობაში ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება მიმოიხილა. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
კოლეჯ „ოპიზარისთვის“ ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთო ინიციატივების რეალიზებას გულისხმობს.



