კოლეჯ „ოპიზარის“ ელექტროობის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებმა, ბესიკი თაქთაქიძემ და გოგიტა ქომოშვილმა, წარმატებით გაიარეს 40-საათიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-კურსი მზის ელექტროსადგურების გაანგარიშება, მონტაჟი და მომსახურება.

ტრენინგ-კურსი კოლეჯ „ფაზისში“ გაიმართა და მას უძღვებოდა  სირილ ებერჰარტი, საინჟინრო მეცნიერებათა მაგისტრი, მზის ელექტროსადგურების დაპროექტების სპეციალისტი, ლექტორი და შვეიცარიის ქალაქ ინტერლაკენში მოქმედი ენერგეტიკული გარდამავალი პროცესების გაერთიანების დამფუძნებელი.

ტრენინგმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ ცოდნა მზის ელექტროსადგურების დაპროექტების, გაანგარიშების, მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით.

ტრენინგ-კურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და Eberhard Schöck Stiftung-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.