16 ივლისს კოლეჯ „ოპიზარს“ სამუშაო ვიზიტით კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი, მათე ტაკიძე ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პარტნიორობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს, გააღრმავებს კოლეჯებს შორის თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროფესიული განათლების განვითარების საქმეში.