საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, „კასპის კოლეჯში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას, სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან ერთად, ესწრებოდა კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორი, ქალბატონი მერი სახამბერიძე.
შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებთან ერთად კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეჯების ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისგან მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.


