საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – კოლეჯ „ოპიზარის“ წესდების შესაბამისად, კოლეჯის სამეთვალყურეო ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო.სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორი უფლებამოსილ პირთა მიერ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.
სსიპ კოლეჯ ,,ოპიზარის“დირექტორის 2021 წლის 24 თებერვლის N6 ბრძანებით გამოცხადდა კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 12 მარტის ჩათვლით პერიოდი.
სამეთვალყურეოა საბჭოს წევრობის მსურველმა კანდიდატებმა კოლეჯში უნდა წარმოადგინონ დირექტორის სახელზე განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და cv.
რეგისტრაცია წარმოებს კოლეჯში მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ# 111 ან /და ელექტრონულ მისამართზე-belaavalishvili@gmail.com
ყოველ სამუშაო დღეებში 09:00-18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგმართეთ ტელეფონზე: 591411180; 591919103