საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორი, ქალბატონი მერი სახამბერიძე დაესწრო.

გივი მიქანაძემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში არსებული საჭიროებები, გამოწვევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მონაწილეებმა იმსჯელეს 2026 წლის საშემოდგომო მიღების შედეგებზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ მოწყობასა და სახელფასო პოლიტიკაზე.

საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერას და კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას.

სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კოლეჯების დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

სხდომის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ, კოლეჯების დირექტორებთან და სტუდენტებთან ერთად, რთველში მიიღო მონაწილეობა.