კოლეჯ „ოპიზარის“ დირექტორი, ქალბატონი მერი სახამბერიძე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის –,,პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და კოლეჯებში არსებული საუკეთესო პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე — „Agile Management — მოქნილი მართვის საფუძვლები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ლიდერებისთვის“. ტრენინგის მიზანია, ადმინისტრაციას დაეხმაროს დროის ეფექტიანად მართვაში, კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, მიმდინარე გამოწვევებზე დროულ რეაგირებაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, სასწავლო პროცესისა და სტუდენტური სერვისების განვითარებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ტრენერ-კონსულტანტები.


