26 აგვისტოს კოლეჯ „ოპიზარს“ სამუშაო ვიზიტით კერძო სკოლა „მზექას“ დირექტორი ბელა კაპანაძე ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერასა და მათი კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებას.


