დღეს, 18 იანვარს სსიპ კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა პროექტის „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება.შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ა/ო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ:ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, კლეოპატრა ქარუმაშვილი;სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ელენა ბეგიაშვილი და ეკატერინე წამალაშვილი;სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონის უფროსის მ/შ- მარიამ მაღრაძე;ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზეტაცია, გააზიარეს მიღებული გამოცდილება და პირადი წარმატების ისტორიები. ისაუბრეს, თუ როგორი მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის არაფორმალური განათლება. პროექტში ჩართულ ახლგაზრდებს გადაეცათ მონაწილეობის სერთიფიკატები, ასევე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ პარტნიორი ორგანიზაცია სამცხე- ჯავახეთის განვითარების ცენტრი და პროექტში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტი „ ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად“ დაფინანსებული იყო ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების “ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის” გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, აღნიშნული პროექტს პარტნიორობა გაუწია ა/ო „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა.