💥პროექტის მიზანია პროფესიული დაწესებულების სტუდენტების პიროვნული უნარების განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით და ექსტრაკურიკურული აქტივობების დაგეგმვის გზით, კერძოდ, კი: „ახალგაზრდული – პიროვნული განვითარების ბანაკი“-სა და ახალგაზრდების მიერ ბანაკში დაგეგმილი ექსტრაკურიკულური ღონისძიებების შემდგომი განხორციელებით.

💥პროექტის ფარგლებში დღეს, 12 იანვარს ახალგაზრდებს შეხვდა დაავადებათა კონტროლის სამცხე- ჯავახეთის რეგიონის ეპიდემიოლოგი ქალბატონი ლალი კირთაძე.

💥შეხვედრაზე გაზიარდა დაავადებათა კონტროლის სამცხე- ჯავახეთის რეგიონის საქმიანობის, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის აუცილებლობის და დაავადებათა შესახებ ინფორმაცია. დასასრულს მსმენელებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები.

💥“ახალგაზრდებისთვის, ახალგაზდებთან ერთად” დაფინანსებულია, ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამის “ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის” საგრანტო კონკურსში ფარგლებში. ახორციელებს სსიპ კოლეჯი ” ოპიზარი“. პარტნიორია ა/ო „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი“.

💥პროექტის განმახორციელებელი გუნდი და კოლეჯი „ ოპიზარი“ მადლობას უხდის ქალბატონ ლალის დღევანდელი შეხვედრისთვის.