პროექტის მიზანია პროფესიული დაწესებულების სტუდენტების პიროვნული უნარების განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით და ექსტრაკურიკურული აქტივობების დაგეგმვის გზით, კერძოდ, კი: „ახალგაზრდული – პიროვნული განვითარების ბანაკი“-სა და ახალგაზრდების მიერ ბანაკში დაგეგმილი ექსტრაკურიკულური ღონისძიებების შემდგომი განხორციელებით.
პროექტის ფარგლებში დღეს, 12 იანვარს ახალგაზრდებს შეხვდა დაავადებათა კონტროლის სამცხე- ჯავახეთის რეგიონის ეპიდემიოლოგი ქალბატონი ლალი კირთაძე.
შეხვედრაზე გაზიარდა დაავადებათა კონტროლის სამცხე- ჯავახეთის რეგიონის საქმიანობის, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის აუცილებლობის და დაავადებათა შესახებ ინფორმაცია. დასასრულს მსმენელებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები.
“ახალგაზრდებისთვის, ახალგაზდებთან ერთად” დაფინანსებულია, ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამის “ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის” საგრანტო კონკურსში ფარგლებში. ახორციელებს სსიპ კოლეჯი ” ოპიზარი“. პარტნიორია ა/ო „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი“.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი და კოლეჯი „ ოპიზარი“ მადლობას უხდის ქალბატონ ლალის დღევანდელი შეხვედრისთვის.